ინვესტორთა შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან... Print
Saturday, 13 March 2010 14:43

2010 წლის 12 მარტს საერთაშორისოინვესტორთა ასოციაცის ოფისში შედგა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ზაზა გუმბერიძესა და ასოციაციის წევრებს შორის. შეხვედრა ეძღვნებოდა  იმ საკითხებს, რომლებიც დაისვა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ამა წლის 25 თებერვალს. ბატონმა ზაზა გუმბერიძემ ინვესტორებს გააცნო იმ მუშაობის შედეგები, რომელიც მიმართულია პრობლემების მოგვარებისა და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისაკენ.