ჩატარდა სემინარი საეთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ... Print
Saturday, 20 March 2010 07:56

2010 წლის 18 მარტს ჩატარდა სემინარი თემაზე ”ბიზნესის მართვა არასტაბილურ პირობებში” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით. სემინარი გახსნა საერთაშორისო კორპორაციის წარმომადგენელმა საქართველოში თომას ლუბეკმა და ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. ”ასოციაციის წევრები სხვადასხვა სფეროში ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას და ამ კრიზისულ სიტუაციაში მათ დაეხმარება საერთაშორისო დონის ექსპერტებისაგან რეკომენდაციებისა და რჩევების მიღება. მე იმედი მაქვს დღეს ამ სემინარზე ისინი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ” – განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. სემინარი ეძღვნებოდა ბიზნესის მართვას რთულ კრიზისულ მდგომარეობაში: განხილული იქნა ინსტრუმენტები, რომლებიც დაფუძნებული იყო თანამედროვე კომპანიების გამოცდილებასა და წამყვანი ექსპერტების რეკომენდაციებზე. მოყვანილი იქნა პრაქტიკული მაგალითები და გამოცდილების გაცვლა ბიზნეს წარმომდგენლებს შორის. სემინარს ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, უკრაინის გენერალური კონსული, ასოციაციის წევრები და ბიზნესისმენები. სემინარი წაიყვანა ინსტრუქტორმა ალექსანდრე მერტენსმა. სემინარის ბოლოს სტუმრებს მიეცათ საშუალება დაესვათ მათვის საინტერესო და პრობლემატური საკითხები, მიეღოთ რჩევები ხარჯების შემცირებისა და რისკების მართვის სფეროში.