საქართველოს ინვესტორთა ასოციაციამ ბავშვთა დღე მიულოცა ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ პატარებს Print
Monday, 02 June 2014 18:01

2014 წლის 1ივნისს მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ და სტუდენტური მოძრაობა "ალტერნატივას" წარმომადგენლებმა ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს ყოფილ 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ პატარებს. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა 350 ბავშვს ტკბილეული გადასცა და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა, სტუდენტებმა კი პატარებისთვის კონცერტი გამართეს.ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.