ზურაბ პოლოლიკაშვილი და ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ ... Print
Saturday, 27 March 2010 10:34

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. საუბარი სამომავლო პროექტებს შეეხო. ლევან ვარშალომიძემ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაურა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით მალე ბათუმში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფილიალი გაიხსნება. ზურაბ პოლოლიკაშვილმა აქცენტი იმ ექსპერიმენტულ პროექტზე გააკეთა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს. მინისტრმა პროექტში ჩართვა ასოციაციის წევრ ბიზნესმენებს შესთავაზა. ექსპერიმენტული პროექტი კი საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენების მიერ სამშობლოში ინვესტიციის დაბანდებას ითვალისწინებს.