დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა კერძო და საჯარო მოხელეებთან საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში Print
Saturday, 20 June 2015 15:07

2015 წლის 19 ივნისს  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისსში გაიმართა შეხვედრა, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები საჯარო და კერძო სტუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მარიამ ბეზარაშვილი დამსაქმებლებს იმ მიზნობრივ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებსაც სააგენტო 2015 წლის განმავლობაში ახორციელებს. აჭარის დასაქმების სააგენტოს და საქართველოს  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციიას შორის უკვე სამი წელია გაფორმებულია ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულია ათეულობით ადამაინი. შეხვედრაზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.