აჭარაში შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთი თბილისში გაიგზავნა Print
Saturday, 20 June 2015 15:10

დედაქალაქში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად აჭარის რეგიონში შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთი გააგზავნეს, აჭარის მთავრობის, მერიისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა  ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა დაეხმარეს  სტიქიით დაზარალებულებს, და დახმარების სახით თბილისში გააგზავნეს  სურსათით, მაისურებით, თეთრეულით  და პირველადი ჰიგიენის საშუალებით დაფასოებული  200 ცალი ყუთი („აჭარა ტექსტილმა“  300 ცალი  მაისური,  „ბი თი ემ ტექსტილმა“  1600 ცალი  თეთრეული, პირსახოცი, ქალისა და მამაკაცის საცვალი, მამაკაცის წინდები, ქალისა და ბავშვის  მაისურები.) . დედაქალაქში ასევე გაიგზვნა 3 ტონა ბრინჯი და 200 ერთეული სპორტული ტანისამოსი. დახარისხდა და გაიგზავნა მერიის 13 ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ შეგროვებული ნივთებიც. გარდა ამისა, ამ დროისთვის შეგროვებულია 60 000 ლარი. სულ 100 000 ლარის გადარიცხვა იგეგმება.