საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო კონტრაფაქციის წინააღმდეგ Print
Monday, 13 July 2015 14:24

2015 წლის 9-10 ივლისს სასტუმრო შერატონში, ბათუმში, საქპატენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ PSD SC) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან ერთად გამართა კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების

აღსრულებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების მექანიზმები საქართველოში. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ: კერძო კომპანიები; იურიდიული ფირმები; სახელმწიფო უწყებები; აწარმოე საქართველოში და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ინტელექტუალური საკუთრების საკოორდინაციო საბჭოს წევრები; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციები; მოსამართლეები; იმპორტიორები და ექსპორტიორები საქართველოში; საერთაშორისო ორგანიზაციები,საქართველოს  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და სხვა. კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი თემები:

- ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობა და ინიციატივები;

- ინტელექტუალური საკუთრების აღსრულების მდგომარეობა საქართველოში;

- საერთაშორისო მაგალითები და საუკეთესო პრაქტიკა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;

- ზიანის გაანგარიშება (მიუღებელი შემოსავალი, მოგების ჩამორთმევა, ჰიპოთეტური ლიცენზია);

- უზურნველყოფის ღონისძიებები;

- სასაზღვრო ღონისძიებები;

- შიდა ბაზრის კვლევა/გამოცდილება/რეკომენდაციები კერძო სექტორისათვის;

- დისკუსია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებისათვის.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა მდგრადი კერძო სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. საქართველოს ევროპულ ბაზართან დაახლოებისათვის მნიშვნელოვანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.