ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე ნებართვების გაცემა დაიწყო სურსათის უვნებლობის სამსახურმა… Print
Saturday, 24 April 2010 16:44

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ტრანზიტზე და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე ნებართვების გაცემა უკვე სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურშია შესაძლებელი.ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ეს დაზოგავს მეწარმეთა დროს და ფინანსებს. "აქამდე იმპორტიორებს, ბიზნესმენებს, სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ფერმერებს აღნიშნული სერთიფიკატების ასაღებად თბილისსა და ფოთში უხდებოდათ ჩასვლა, უკვე ნებართვების გაცემა ბათუმში შეეძლებათ", - აღნიშნა აჭარის პირველმა პირმა. პირველი სერთიფიკატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფერმერთა სახლის ხელმძღვანელს პირადად გადასცა.