USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ ხელშეწყობით ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია (EPAC) შეიქმნა Print
Tuesday, 15 September 2015 06:15

თბილისი, 2015 წლის 15 სექტემბერი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომათბილისი“ (რუსთაველის გამზ. 27) გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიციის (EPAC) დაფუძნების და წევრთა შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.  კოალიცია შეიქმნა USAID-ის პროექტის  „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ინიციატივით და მისი მისია საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის გზით ბიზნესის თვის ხელსაყრელი გარემოს ხელშეწყობაა.  EPAC-ის მიზანია კოალიციის ყველა წევრის შეკრება საერთო იდეის გარშემო და ახალი პოლიტიკის ინიცირება, რომელიც საზოგადოებრივ მოთხოვნებს პასუხობს. კოალიციაში გაწევრიანებულია საქართველოში მოქმედი  33 ორგანიზაცია, მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები,  სავაჭრო პალატები,  ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე კოალიციაში გაწევრიანდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირმა ქავთარაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა ხუციშვილი.     G4G  -  „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთ წლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო დამარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-is მეშვეობით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. USAID-is პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს თავისულაფილი და განვითარებული დემოკრატიის პრინციპების დანერგვაში. USAID-ი ახორციელებს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://georgia.usaid.gov.