ფორუმი - "ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" გაიხსნა... Print
Saturday, 01 May 2010 20:13

"ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" - ამ სახელწოდებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი ფორუმი სასტუმრო "ინტურისტ პალასში" გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში აგრარული სფეროთი დაინტერესებული პირები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მეფრინველეობის, თევზის გადამამუშავებელი კომპლექსის, სანერგე მეურნეობის მიმართულებით.
კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
კონფერენციაში უკრაინული, ჰოლანდიური, ლატვიური, გერმანული და სხვა უცხოური კომპანიების 12 წარმომადგენელი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები მონაწილეობენ.
ფორუმის მიზანია აგროსამრეწველო სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალება მიეცეს წარმოადგინონ ახალი ინოვაციები აგროსამრეწველო სფეროში, მოახერხონ ინფორმაციის გაცვლა და ახალი კონტაქტის დამყარება.