ირანის არდებილის გუბერნიის წარმომადგენლები ასოციაციის ოფისში Print
Sunday, 02 October 2016 07:45

2016 წლის 1 ოქტომბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ირანის კერძოდ არდებილის გუბერნიის კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა,  არდებილის გუბერნიის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მხარეებმა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დასახეს.  ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა დელეგაციას ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე  ასევე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი.