საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის დოსაბსიადის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა Print
Saturday, 08 October 2016 07:36

2016 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისს, სამუშაო ვიზიტით თურქეთის დოსაბსიადის დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრები აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვერდა ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა დოსაბსიადის დელეგაციის წარმომადგენლებს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს თურქეთიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.