საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ირანის ბიზნეს დელეგაციას უმასპინძლა Print
Friday, 21 October 2016 12:12

2016 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისს, სამუშაო ვიზიტით საქართველო ირანის გაერთიანებული სავაჭრო - სამრეწველო პალატის და გილანის სავაჭრო სამრეწველო პალატის  დელეგაცია სტუმრობდა. სტუმრები აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვერდა ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა,  მხარეებმა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დასახეს.  ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანმა  დელეგაციას ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე  ასევე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა  მომავალშიც გაგრძელდება.