“BATUMI BUILD 2016" Print
Wednesday, 02 November 2016 07:49

მიმდინარე წლის 09-11 დეკემბერს ბათუმი, სასტუმრო „შერატონში“  სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-6 საერთაშორისო გამოფენა -გაყიდვას მასპინძლობს. “BATUMI BUILD 2016"-ის ორგანიზატორი საქართველოში ერთ–ერთი პირველი  საგამოფენო  კომპანია ’’EXPO BATUMI’’,  მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა.

„BATUMI BUILD 2016“ თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერი - “აჭარის ტელევიზია“, „TV 25“ „გაზეთი აჭარა“, „Caucasus Business Week“, ,,Business Time Georgia’’.

გამოფენაში საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ მოძრავი ქონების სააგენტოებიც ჩაერთვებიან, რომლებიც  კომპანიებთან საქმიან ურთიერთობებს ადგილზე დაამყარებენ, რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკურ ზრდას ჩვენს რეგიონში.

გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილე კომპანიებს გააცნოს თავისი პროდუქცია თუ სერვისი ფართო მომხმარებელს, გაცვალოს ბიზნეს კონტაქტები, გაეცნოს სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი ჰოლანდია და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.batumibuild.ge/ ან დარეკეთ ნომერზე : 599 46 -88 -56  / 597 46- 88 -56