საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა Print
Thursday, 01 December 2016 05:30

2016 წლის 30 ნოემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ფაილ-ოღლუ ისმაილოვი შეხვდა. ასოციაციის ოფისსში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  აზერბაიჯანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპექტივები.  შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა აზერბაიჯანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.