ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა Print
Sunday, 12 February 2017 12:56

2017 წლის 8 თებერვალს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  დავით გაბაიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ჩვენს რეგიონში ეკონომიკის ტურიზმის და ვაჭრობის სფეროს გაძლიერებაზე. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს   ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. ასოციაცია დაფუძნდა 2009 წლის 15 ივლისს და არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია წარმოადგენს ერთ–ერთ უმსხვილეს ინვესტორთა გაერთიანებას საქართველოში. სსია-ს წევრები წარმოადგენენ მსხვილ კომპანიებს რომლებიც მოღვაწეობენ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: საფეიქრო მრეწველობა, კვების მრეწველობა, მშენებლობა და სამშენებლო მასალები, საბანკო, დაზღვევა, სასტუმროები და სხვა. დღემდე ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ განხორციელდა 855 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ასოციაციის წევრი კომპანიების სამომავლო საინვესტიციო პროექტების ღირებულება აღწევს დააახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარს.  დღემდე ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დასაქმდა 18 600 ადამიანი, ასოციაციის მიზანია საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. • საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე. • ასოციაციის წევრი კოპანიების ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში. • წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხების შესწავლა–ანალიზი და მათი წარდგენა შესაბამის ორგანოებში. • უფასო ავიზირებით მომსახურების უზრუნველყოფა (იურიდიული, საბუღალტრო, საბანკო ბიზნეს რჩევები) • ასოციაციის წევრი კომპანიების ინფორმირება საქართველოს კანონებისა და დებულებების ცვლილებების შესახებ. • წევრი კომპანიების PR საქართველოში და საზღვარგარეთ. ასოციაციის მუშაობის ორი ძირითადი მიმართულებაა წევრი კომპანიოების ლობირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის შუამავალი მთავრობასა და ბიზნესს შორის.