ახალი ინვესტიცია ტექსტილის სფეროში Print
Thursday, 08 June 2017 12:47

2017 წლის 8 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთიდან, ასოციაციის მიერ  მოწვეული კომპანიის „შპს ბაიკანლარი“ –ს წარმომადგენელი ეწვია.  სტუმარი ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ბატონმა  ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი და ინვესტირების იურიდიული საკითხებით დაინტერესდა. ის უახლოეს მომავალში აჭარის რეგიონში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს, სადაც 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამ დროისთვის, თურქი ინვესტორი არსებულ პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტერიტორიულ  საკითხებს აგვრებს.