შეხვედრა თიკას კოორდინატორთან საქართველოში Print
Sunday, 03 September 2017 05:53

2017 წლის 30 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი შეხვდა თიკას კოორდინატორს საქართველოში. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის საქართველოში არსებულ სიახლეებზე. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა სტუმარს ასოციაციის და მისი წევრი კოპმანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.