შეხვედრა მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია ,,Shervotel"-თან Print
Tuesday, 12 September 2017 05:50

2017 წლის 12 სექტემბერს  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი მსოფლიოში წამყვან საკონსულტაციო კომპანია ,,Shervotel"-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რობინ კესტეკი და ეფკან გული საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში არსებული ტურიზმის სფეროთი დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. ასევე ასოციაციის გენერალურმა მდივანმა კომპანია ,,Shervotel"-ის წარმომადგენლებს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. კომპანია ,,Shervotel"-ი 1984 წელს ქალაქ ლონდონში დაარსდა. მისი ძირითადი ოფისები  ლონდონსა და სტამბულშია განთავსებული. კომპანიის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში ტურიზმის განვითარებაა. როგორც სტუმრებმა შეხვედრის დროს აღნიშნეს ,,Shervotel" ორიენტირებულია მომხმარებელზე.  არის დიდი გამოცდილების მქონე   წამყვანი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე.