ინვესტორთა ასოციაციის საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახს Print
Monday, 18 September 2017 06:14

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია აგრძელებს ტრადიციულად ქველმოქმედებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8-წევრიან სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი შვილი წელს პირველ კლასში წავიდა სასკოლო ჩანთები და ნივთები გადაეცათ საჩუქრად, ოჯახის უფროსმა კი დასაქმების პირობა მიიღო. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ ოჯახისთვის საჭირო სასკოლო ნივთები შეიძინა. ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა.