გაიმართა ფორუმ ბათუმის “შოპინგ და ლაიფსთაილ”-ის ცენტრის პირველი ქვის ჩადებასთან დაკავშირებული ცერემონიალი... Print
Thursday, 27 May 2010 08:26

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ცერემონიაში. სავაჭრო ცენტრის საძირკველის პირველი ქვა ჩადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ. სავაჭრო ცენტრი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და აღნიშნული კომპლექსის აშენებისათვის 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც კომპანია “თურქ-მოლი” განახორციელებს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და მასში მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გაიყიდება.