... Print
Saturday, 25 November 2017 05:30

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ,2017 წლის 24 ნოემბერს ქალაქ  ბათუმში სასტუმრო ,,LEOGRAND’’-ში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო, რომელსაც შეეწირა 11 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, მათგან 10 საქართველოს მოქალაქე.

ასოციაციისა და მისი წევრების სახელით გვსურს  მიუსამძიმროთ გარდაცვლილთა   ოჯახებსა და ახლობლებს, ქვეყანას რომელმაც დაკარგა ღირსეული  შვილები.

გულით ვიზიარებთ და გვტკივა თითოეული მათგანი, ეს ხომ სრულიად საქართველოსთვის მოვლენილი დიდი ტრაგედია. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და აწ აღარასოდეს გვარგუნოს მსგავსი განსაცდელი ,,ამინ’’.