საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან... Print
Friday, 28 May 2010 00:00

მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან. ასოციაციის გენ. მდივანთან ბ–ნ თ. შავაძესთან შეხვედრაზე ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის უფროსმა ბ–ნ მ. კობალაძემ და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების (GTZ) პროექტების ექსპერტმა ბ–ნ  ა. რევამ ისაუბრეს ორმხვრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე. მხარეები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს წარუდგენენ კონკრეტული თანამშრომლობის წინადადებებს. ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობ სამსახურს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება გაუწია გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოებამ(GTZ). ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საინვესტიცო სააგენტოში უკვე კონკრეტული მექანიზმებიც შემუშავდა, რომელიც რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდება. კერძოდ: HSBC ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნება სავაჭრო ვებ-პორტალი; ამოქმედდება ექსპორტის საინფორმაციო ცენტრი; “Help Desk” – პროგრამით მოხდება ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი შემსყიდველების ინფორმაციით უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლებლობა ერთობლივი სემინარის ჩატარების თაობაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელშეწყობით ივლისის ბოლოსათვის ბათუმში, რომელზეც მოწვეული იქნებიან ამერიკელი ექსპერტები.