სამუშაო შეხვედრა ჩრდილოეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან Print
Sunday, 22 April 2018 08:46

2018 წლის 21 აპრილს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი, ბატონი ოსმან ჩალიშქან(მჟავანაძე)ესწრებოდა სამუშაო შეხვედრას ჩრდილოეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან, რომელიც მოიცავდა ერზრუმის, ერზიჯანისა და ბაიბურთის პროვინციებს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთან სამედიცინო ტურიზმის  სფეროში თანამშრომლობის განვითარება და თავიანთი კულტურის გაცნობა. ასოციაციის გენერალური მდივნის თქმით მსგავი შეხვედრები მეტად მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.