მაღალმთიან აჭარას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სტუმრობდნენ Print
Saturday, 16 June 2018 09:33

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, პარლამენტარებთან და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივან ოსმან ჩალიშქან (მჟავანაძე)_სთან ერთად მაღალმთიან აჭარაში იმყოფებოდა, მეწარმე ოჯახები მოინახულა. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ხულოში რძის და ყველის ქარხანა მოინახულა, სოფელ ჭვანაში ესტუმრა ოჯახს, რომელიც მეფუტკრეობას მისდევს და ახლახან საკალმახე მოაწყო, ასევე მოინახულა საოჯახო სასტუმრო სოფელ ახალდაბაში და სოფელ ქედაში მცხოვრებ იმ ოჯახებს ესტუმრა, რომლებიც „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, ხელი შეეწყოთ სტარტაპებისა და მცირე მეწარმეობის განვითარებაში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაუფინანსდათ ბიზნეს იდეა, რაც საერთო ჯამში სტიმული აღმოჩნდა დაბრუნებულიყვნენ სოფლად.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა მეწარმე ოჯახებს პირადად გადასცა საჩუქრები და მთის სოფლების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.