ეხვედრა RHI Magnesita_ს წარმომადგენლებთან Print
Tuesday, 31 July 2018 08:02

 

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ავსტრიული კომპანიის „ RHI MAGNESITA” _ს წამომადგენლებს უმასპინძლა. ავსტრიელი ინვესტორების შეხვედრის მთავარი მიზანი ახალი ინვესტიციის დაბანდებაა საქართველოში, კერძოდ ცეცხლგამძლე მინის წარმოება. კომპანია „ RHI MAGNESITA” _ს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ჰყავს 40 000 - მდე ადამიანი. გენერალურმა მდივანმა სტუმრებს დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო და შესთავაზა აჭარის რეგიონში ადგილები, სადაც შესაძლებელია მინის წარმოების განხორციელება. შეთანხმების შემთხვევაში, საქართველოში კერძოდ აჭარაში კომპანი 400-500 - მდე ადგილობრივ ადამიანს დაასაქმებს.