საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარედ ოსმან ჩალიშქანი დაინიშნა Print
Sunday, 11 November 2018 11:56

2018 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ა.(ა).ი.პ. „ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“ მმართველთა საბჭოს სხდომა, ასოციაციის თავმჯდომარის, მმართველთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს არჩევასთან დაკავშირებით. სხდომას ესწრებოდა ასოციაციის მმართველთა საბჭოს ყველა წევრი. გაიმართა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ფარული კენჭისყრა. ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით ასოციაციის თავმჯდომარეთ არჩეულ იქნა ბატონი ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე, მმართველთა საბჭოს 5 ძირითადი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრი. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მთავარი მისია საქართველოში ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის უკეთ წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე, ასოციაციის წევრი კომპანიების ლობირება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხების შესწავლა-ანალიზი და მათი წარმოდგენა შესაბამის ორგანოებში. წევრი კომპანიების PR საქართველოში და საზღვარგარეთ. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არის შუამავალი მთავრობასა და ბიზნეს შორის. ოსმან ჩალიშქანი მადლობას უხდის ჯემალ ბილგინგულიოღლუსა და წევრ კომპანიებს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. ის მზადაა გააგრძელოს ბატონი ჯემალის მიერ დაწყებული საქმე, აგრეთვე გააგრძელოს საქმიანი თანამშრომლობა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობასთან უფრო მეტი ბიზნეს ინვესტიციების მოსაზიდად. 2011 წლიდან დღემდე ბატონი ოსმანი არის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი.