დაიჯესტი No 23 Print
Saturday, 26 June 2010 11:47

ქობულეთში მსოფლიო ბანკის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა...

მსოფლიო ბანკის რეგიონალურ შეხვედრას მსოფლიო ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკმა საუბარი დაიწყო საქართველოს ფენომენზე. პრეზიდენტმა პარალელი ეკონომიკური განვითარების კუთხით დუბაისთან გაავლო. ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმი მალე დუბაისა და სინგაპურს დაემსგავსება.

დაწვრილებით...