დაიჯესტი No 27 Print
Sunday, 25 July 2010 09:31

ბათუმში ახალი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი...

კომპანია "ორბი-ანაგი" კობალაძის ქუჩაზე სასტუმროს ტიპის კორპუსს აგებს. ბათუმში ეს პირველი ნაგებობა იქნება, სადაც ბინის მფლობელი ერთდროულად ბიზნესის თანამონაწილეც გახდება. მშენებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ გახსნა და საფუძველი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ჩაუყარა. მომღერალმა ხელშეკრულებაც გააფორმა და მშენებარე კორპუსის მე-15 სართულზე ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართის მოცულობა 18 ათასამდე კვადრატული მეტრია, სადაც 500-მდე მშენებელია დასაქმებული. პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა. ბათუმში მალე მსგავსი ტიპის კიდევ ორი კორპუსის აგება იგეგმება, სადაც 1000-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

დაწვრილებით...