დაიჯესტი No 29 Print
Sunday, 08 August 2010 09:51

2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი...

2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს და 2 – უცხოური ბანკის ფილიალია.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 4,6%-ით (407,2 მლნ.ლარით) გაიზარდა და 9 214,7 მლნ. ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1 576 მლნ. ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17,1%-ია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78,8% შეადგინა. ივნისი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 8,5 მლნ. ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 37,3 მლნ. ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78,6%-ს მიაღწია...

დაწვრილებით...