დაიჯესტი No 8 Print
Saturday, 13 March 2010 15:18

ლევან ვარშალომიძემ სასათბურე მეურნეობა "სენს სელექშენი" დაათვალიერა ...

 

კომპანია "სენს სელექშენი" ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 8 სათბურში იშვიათ ნატურალური ჯიშის სალათის ფურცლებს აწარმოებს. სასათბურე მეურნეობა 4500 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. კომპანია ყოველდღიურად 50 კილოგრამ სალათის ფურცელს აწარმოებს.

"სენს სელექშენის" ძირითადი მომხმარებელი სასტუმროები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტებია. სამომავლოდ კომპანიის მიერ საცალო ბაზრის ათვისებაც იგეგმება.

სათბურის თანამშრომლებმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დაპირება მიიღეს კიდევ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, ამასთანავე, კომპანიის რვავე თანამშრომელი კვალიფიკაციას ისრაელსა და ჰოლანდიაში აიმაღლებს.

 

დაწვრილებით...