დაიჯესტი No 9 Print
Saturday, 20 March 2010 11:53

 

სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი ჩატარდა ...

სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება თბილისში ვიზიტად მყოფმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროშლავ ლაჟჩაკმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნესზურაბ პოლოლიკაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვაკური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ გააკეთა მოხსენება და სლოვაკეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრასაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, ეს არის პირველი ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი და გამომდინარე იქიდან, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკურ და ქართულ ბიზნესკომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება"სლოვაკური კომპანიის მხრიდან უკვე გამოიხატა კონკრეტული ინტერესები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ასევე მშენებლობის სფეროებში. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი საქართველოში სლოვაკური კომპანიების მხრიდან კონკრეტული პროექტების განხორციელების დაწყებას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა პოლოლიკაშვილმაბიზნესფორუმს სლოვაკური მხრიდან თოთხმეტი ბიზნესკომპანია ესწრებოდა სამშენებლო, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო, ასევე მანქანათმშენებლობის, სატრანსპორტო, ტურიზმის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ფორუმის დასრულების შემდეგ ქართულ და სლოვაკურ ბიზნესკომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 3 მლნ დოლარი შეადგინაბიზნესფორუმზე საქართველოს კონკრეტულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მატკავამ.

დაწვრილებით...