დაიჯესტი No15 |
Saturday, 01 May 2010 20:02 |
ფორუმი - "ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" გაიხსნა... "ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" - ამ სახელწოდებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი ფორუმი სასტუმრო "ინტურისტ პალასში" გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში აგრარული სფეროთი დაინტერესებული პირები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მეფრინველეობის, თევზის გადამამუშავებელი კომპლექსის, სანერგე მეურნეობის მიმართულებით. |