დაიჯესტი No 17 |
Saturday, 15 May 2010 09:16 |
“BATUMI-EXPO-2010”... მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა,“BATUMI-EXPO-2010” ჩატარდა 2010 წლის 7-9 მაისს ქ.ბათუმში ევროპის (ერას) მოედანზე. გამოფენის დამკვეთია აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ღონისძიების მხარდამჭერებია: ქ. ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გამოფენის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კომპანია “კალიფსო ტრეველი”. გამოფენის გენერალური სპონსორია კომპანია “მაგთი”. 2010 წლის გამოფენის მთავარი თემები იყო: საერთაშორისო (შემოყვანითი), საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმი. |