დაიჯესტი No 18 Print
Friday, 21 May 2010 07:18

გაიხსნა სასტუმრო “შერატონ ბათუმი”...

ამა წლის 17 მაისს გამართა სასტუმრო “შერატონ ბათუმის” გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ბატონი ლევან ვარშალომიძე, სამთავრობო სტრუქტურის ხელმძღვანელები, თურქეთის დელეგაცია, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 203-ნომრიანია და ექსპლუატაციაში 2010 წლის გაზაფხულზე შევიდა. `შერატონი ბათუმი` თურქული ინვესტიციებით აშენდა და მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ნურეთთინ ჩარმიკლია. გახსნის ცერემონიალზე  თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა შემდეგი: ““ყველაზე მნიშნვნელოვანი ის არის რომ აჭარაში დაწყებული მშენებლობის ბუმი არ უნდა შეჩერდეს და ამას ხელს შეუწყობს კომპანია “ნუროლი საქართველო”. ჩვენ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს საბაჟოსა და აეროპორტის ერთობლივად გამოყენების კუთხით და თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება”. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “ამ პატარა ქალქში იქნება ყველა მთავარი ბრენდი სასტუმროებისა. აქ იქნება უფრო მეტი მსოფლიო დონის სასტუმრო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე”- და დასძინა, რომ სწორედ ბათუმში იქნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურა მსოფლიოში. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ასოციაციის წევრს “ნუროლ საქართველოს” აღნიშნული პროექტის დიდი წარმატებით დასრულებას.

დაწვრილებით...