დაიჯესტი No 20 Print
Monday, 07 June 2010 21:11

საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაცია დაიწყო...

საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები ტემპს იკრებს. პროქეტის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი გაფართოვდება და ის თანამედროვე უახლესი სტანდარტების შესაბამისი გახდება. თურქეთის მხარის მიერ საბაჟოს მშენებლობის დასრულების შემდეგ დაწყებული საქართველოს მხარის მოდერნიზაცია დაახლოებით 9 თვეში დასრულდება, რითაც სამმაგად გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა, უფრო გამარტივდება საბაჟო პროცედურები და უკეთესად მოემსახურება გადამზიდველებს თუ ტურისტებს. მშენებლობასთან დაწყებილი საკითხების განხილვის მიზნით და მშენებლობის პერიოდში დაუბრკოლებელი გადასვლების უზრუნვესაყოფად 29 მაისს შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ართვინის გუბერნატორს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, აჭარის და ართვინის უფლებამოსილი პირები და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი. მშენებლობის პერიოდში 24 საათის განმავლობაში მოხდება დატვირთული ტრაილერების მომსახურება, ხოლო ტურისტებისათვის დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით ცარიელი ტრაილერები მხოლოდ ღამის საათებში გადაკვეთენ სასაზღვრო კარს.

დაწვრილებით...