ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალისქან მჟავანაძემ დედებს, დედის დღე მიულოცა Print
Tuesday, 23 March 2021 10:02

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში 102 წლის პედაგოგი მოინახულა, მიულოცა დედის დღე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა. ქალბატონი ფატი 52 წლის განმავლობაში ქიმიის მასწავლებელი გახლდათ. ასევე  ბატონი ოსმანი,სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა-ს” ესტუმრა და დედებს დედის დღე მიულოცა.ბატონმა ოსმანმა, სარეაბილიტაციო ცენტრ თანას აღსაზრდელებსა და დედებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.