ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No 32 PDF Print E-mail
Sunday, 29 August 2010 07:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ბიზნესს სექტორის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაია ასოციაციას სტუმრობდა...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 31 PDF Print E-mail
Sunday, 22 August 2010 14:21

შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან...

მიმდინარე წლის 14 აგვისტოს საქართველოს ინვესტორთა ასოციაციის ოფისს სტუმრობდა ბიზნესმენები თურქეთიდან– ოზგურ ქემალი ისტამბულის ბაზრის მეპატრონე, რეჯაი დელიბაშიოღლუ სტამბოლში ართვინელთა დიასპორის პრეზიდენტი და მისი მოადგილე მეჰმეთ კოქსალი. ბიზნესმენების ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯეზმი აქშაჰინთან და ასოციაციის გენერალურ მდივან თამაზ შავაძესთან შეხვედრისას ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ 4–5 სექტემბერს ისინი კვლავ ეწვევიან აჭარას გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 30 PDF Print E-mail
Saturday, 14 August 2010 09:52

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნეს ინტერესების დაცვის საკითხებში ბ-ნ გიორგი პერტაიასთან...

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში შედგა შეხვედრა ინვესტორების პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ბიზნესის დაცვის საკითხებში გიორგი პერტაიასთან. შეხვედრაზე ბ-ნი გიორგი გაეცნო ინვესტორთა ასოციაციის საქმიანობას, პირადად მოუსმინა ინვესტორებს და გაეცნო იმ პრობლემებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავიანთ საქმიანობაში. ინვესტორებმა დააყენეს კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც თხოვენ საქართველოს მთავრობას...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 29 PDF Print E-mail
Sunday, 08 August 2010 09:51

2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი...

2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილეობს და 2 – უცხოური ბანკის ფილიალია.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 4,6%-ით (407,2 მლნ.ლარით) გაიზარდა და 9 214,7 მლნ. ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1 576 მლნ. ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 17,1%-ია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78,8% შეადგინა. ივნისი, ისევე როგორც წინა თვე, საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. მოგებამ თვის შედეგებით 8,5 მლნ. ლარი, ხოლო წლის დასაწყისიდან 37,3 მლნ. ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78,6%-ს მიაღწია...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 28 PDF Print E-mail
Sunday, 01 August 2010 09:06

300 მილიონი დოლარი საქართველოს რეგიონებისთვის...

აზიის განვითარების ბანკმა 32 წლიანი ვადით 300 მილიონიანი კრედიტი გამოუყო საქართველოს, რომლის გადახდა 8 წლის შემდეგ დაიწყება. თანხა მოხმარდება რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შემოვლითი გზების მშენებლობას და ველოტრეკების აშენებას. პროექტის მიხედვით უკვე დაიწყო მესტიის რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარება.

დაწვრილებით...

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 21 of 27