ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No 27 PDF Print E-mail
Sunday, 25 July 2010 09:31

ბათუმში ახალი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი...

კომპანია "ორბი-ანაგი" კობალაძის ქუჩაზე სასტუმროს ტიპის კორპუსს აგებს. ბათუმში ეს პირველი ნაგებობა იქნება, სადაც ბინის მფლობელი ერთდროულად ბიზნესის თანამონაწილეც გახდება. მშენებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ გახსნა და საფუძველი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ჩაუყარა. მომღერალმა ხელშეკრულებაც გააფორმა და მშენებარე კორპუსის მე-15 სართულზე ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართის მოცულობა 18 ათასამდე კვადრატული მეტრია, სადაც 500-მდე მშენებელია დასაქმებული. პროექტის ხანგრძლივობა 15 თვეა. ბათუმში მალე მსგავსი ტიპის კიდევ ორი კორპუსის აგება იგეგმება, სადაც 1000-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 26 PDF Print E-mail
Saturday, 17 July 2010 11:51

დაქირავებულთა ხელფასები...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, საქმიანობის სახეების მიხედვით, 2010 წლის I კვარტალში, 564,7 ლარს შეადგენს, რაც 6,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 25 PDF Print E-mail
Saturday, 10 July 2010 09:46

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა...

საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე "ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროპაში: თანამედროვე გამოწვევები" – აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ. კონფერენციას რეგიონალური განვბითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციის მიზანია, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობაში მომუშავე პირებმა გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა, ასევე განსაზღვრონ გამოსავალი საერთო გამოწვევებისგან. კონფერენცია სასტუმრო "შერატონში" მიმდინარეობს, მასში 15 ქვეყნის 150 მდე დელეგატი მონაწილეობს.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 24 PDF Print E-mail
Saturday, 03 July 2010 13:34

ლევან ვარშალომიძე ართვინის გუბერნატორს შეხვდა...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ართვინის გუბერნატორს მუსტაფა იემლიხალიოღლუს შეხვდა. გუბერნატორის ვიზიტი აჭარაში დაგეგმილი იყო საზაღვრო კომისრების შეხვედრის ჩარჩოში, რომელიც გათვალისწინებულია ორ ქვეყანას შორის არსებული შეთანხმებით. კომისართა შეხვედრა ითვალისწინებს ყოველ ორ თვეში ერთხელ ბათუმისა და ართვინის უფლებამოსილი პირებისა და ექსპერტების შეხვედრას, სადაც განიხილება საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე, სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე არსებული მდგომარეობა...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 23 PDF Print E-mail
Saturday, 26 June 2010 11:47

ქობულეთში მსოფლიო ბანკის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა...

მსოფლიო ბანკის რეგიონალურ შეხვედრას მსოფლიო ბანკის სათაო ოფისის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკმა საუბარი დაიწყო საქართველოს ფენომენზე. პრეზიდენტმა პარალელი ეკონომიკური განვითარების კუთხით დუბაისთან გაავლო. ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმი მალე დუბაისა და სინგაპურს დაემსგავსება.

დაწვრილებით...

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 22 of 27