ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No 22 PDF Print E-mail
Monday, 21 June 2010 14:45

"ჯიპიაი ჰოლდინგი" ბათუმში სადიაგნოსტიკო ცენტრის გახსნას გეგმავს...

ს.ს. ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” 2001 წელს შეიქმნა როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. 2006 წლიდან ”ჯიპიაი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” - შვილობილი კომპანია ხდება...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 21 PDF Print E-mail
Friday, 11 June 2010 14:54

ინფორმაცია ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვებთან დაკავშირებით...

 

2010 წლის 3 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა...

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 20 PDF Print E-mail
Monday, 07 June 2010 21:11

საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაცია დაიწყო...

საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები ტემპს იკრებს. პროქეტის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი გაფართოვდება და ის თანამედროვე უახლესი სტანდარტების შესაბამისი გახდება. თურქეთის მხარის მიერ საბაჟოს მშენებლობის დასრულების შემდეგ დაწყებული საქართველოს მხარის მოდერნიზაცია დაახლოებით 9 თვეში დასრულდება, რითაც სამმაგად გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა, უფრო გამარტივდება საბაჟო პროცედურები და უკეთესად მოემსახურება გადამზიდველებს თუ ტურისტებს. მშენებლობასთან დაწყებილი საკითხების განხილვის მიზნით და მშენებლობის პერიოდში დაუბრკოლებელი გადასვლების უზრუნვესაყოფად 29 მაისს შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ართვინის გუბერნატორს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, აჭარის და ართვინის უფლებამოსილი პირები და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი. მშენებლობის პერიოდში 24 საათის განმავლობაში მოხდება დატვირთული ტრაილერების მომსახურება, ხოლო ტურისტებისათვის დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით ცარიელი ტრაილერები მხოლოდ ღამის საათებში გადაკვეთენ სასაზღვრო კარს.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No19 PDF Print E-mail
Sunday, 30 May 2010 08:46

გაიმართა ფორუმ ბათუმის “შოპინგ და ლაიფსთაილ”-ის ცენტრის პირველი ქვის ჩადებასთან დაკავშირებული ცერემონიალი ...

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ცერემონიაში. სავაჭრო ცენტრის საძირკველის პირველი ქვა ჩადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ. სავაჭრო ცენტრი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და აღნიშნული კომპლექსის აშენებისათვის 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც კომპანია “თურქ-მოლი” განახორციელებს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და მასში მსოფლიო ბრენდები გაიყიდება.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 18 PDF Print E-mail
Friday, 21 May 2010 07:18

გაიხსნა სასტუმრო “შერატონ ბათუმი”...

ამა წლის 17 მაისს გამართა სასტუმრო “შერატონ ბათუმის” გახსნის ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ბატონი ლევან ვარშალომიძე, სამთავრობო სტრუქტურის ხელმძღვანელები, თურქეთის დელეგაცია, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 203-ნომრიანია და ექსპლუატაციაში 2010 წლის გაზაფხულზე შევიდა. `შერატონი ბათუმი` თურქული ინვესტიციებით აშენდა და მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ნურეთთინ ჩარმიკლია. გახსნის ცერემონიალზე  თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა შემდეგი: ““ყველაზე მნიშნვნელოვანი ის არის რომ აჭარაში დაწყებული მშენებლობის ბუმი არ უნდა შეჩერდეს და ამას ხელს შეუწყობს კომპანია “ნუროლი საქართველო”. ჩვენ თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს საბაჟოსა და აეროპორტის ერთობლივად გამოყენების კუთხით და თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება”. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “ამ პატარა ქალქში იქნება ყველა მთავარი ბრენდი სასტუმროებისა. აქ იქნება უფრო მეტი მსოფლიო დონის სასტუმრო, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე”- და დასძინა, რომ სწორედ ბათუმში იქნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურა მსოფლიოში. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ასოციაციის წევრს “ნუროლ საქართველოს” აღნიშნული პროექტის დიდი წარმატებით დასრულებას.

დაწვრილებით...

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 23 of 27