ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No 17 PDF Print E-mail
Saturday, 15 May 2010 09:16

“BATUMI-EXPO-2010”...

მე-3 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა,“BATUMI-EXPO-2010” ჩატარდა 2010 წლის 7-9 მაისს ქ.ბათუმში ევროპის (ერას) მოედანზე. გამოფენის დამკვეთია აჭარის ა.რ-ის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ღონისძიების მხარდამჭერებია: ქ. ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გამოფენის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს კომპანია “კალიფსო ტრეველი”. გამოფენის გენერალური სპონსორია კომპანია “მაგთი”.

2010 წლის გამოფენის მთავარი თემები იყო: საერთაშორისო (შემოყვანითი), საკრუიზო, რეგიონალური და გამყვანი ტურიზმი. 
“BATUMI-EXPO-2010”მონაწილეობდა 8 ქვეყნა: თურქეთი, სომხეთი, ირანი, აზერბაიჯანი, იორდანია, სლოვაკეთი, ლატვია, უკრაინა და 110 კომპანია. 
გამოფენაში მონაწილეობდნენ: ტურისტული კომპანიები, სააგენტოები და ასოციაციები, სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები, გადამზიდავი და სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები და საინვესტიციო ფონდები, რეგიონალური ადმინისტრაციები, დეველოპერული კომპანიები, ტურიზმისა და დასვენების სფეროში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი კომპანიები, სარეკლამო კომპანიები, გამომცემლობები, ავიახაზები და სხვა.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 16 PDF Print E-mail
Saturday, 08 May 2010 11:21

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩაისუბანში წყლის სათავე ნაგებობაზე მიმდინარე სამუშაოები სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა...

 

ბათუმში დაახლოებით სამ თვეში ექსპლუატაციაში კიდევ ერთი რეაბილიტირებული წყლის სათავე ნაგებობა შევა. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა წყალს თანამედროვე კომპაქტური გამფილტრავი კონსტრუქციიდან მიიღებს, რომელსაც წამში 200 ლიტრი წყლის გაფილტვრა შეუძლია.
ჩაისუბნის ნაგებობიდან წყლის მარაგი სალიბაურის ცენტრალურ რეზერვუარში გადაიტვირთება, საიდანაც გაფილტრული წყლის ქალაქის ქსელში გაშვება მოხდება.
სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 1,5 მლნ ევრო გამოიყო. სამუშაოებს კომპანია "ფელიასი მასონი" და "თბილისი" ასრულებს.

 

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No15 PDF Print E-mail
Saturday, 01 May 2010 20:02

ფორუმი - "ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" გაიხსნა...

"ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირება აგროსამრეწველო სექტორში" - ამ სახელწოდებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი ფორუმი სასტუმრო "ინტურისტ პალასში" გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში აგრარული სფეროთი დაინტერესებული პირები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს მეფრინველეობის, თევზის გადამამუშავებელი კომპლექსის, სანერგე მეურნეობის მიმართულებით.
კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
კონფერენციაში უკრაინული, ჰოლანდიური, ლატვიური, გერმანული და სხვა უცხოური კომპანიების 12 წარმომადგენელი, აგრეთვე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები მონაწილეობენ.
ფორუმის მიზანია აგროსამრეწველო სფეროში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ მწარმოებლებს საშუალება მიეცეს წარმოადგინონ ახალი ინოვაციები აგროსამრეწველო სფეროში, მოახერხონ ინფორმაციის გაცვლა და ახალი კონტაქტის დამყარება.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 14 PDF Print E-mail
Monday, 26 April 2010 10:02

ვეტერინარულ და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე ნებართვების გაცემა სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაიწყო...

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ტრანზიტზე და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე ნებართვების გაცემა უკვე სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურშია შესაძლებელი.ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ეს დაზოგავს მეწარმეთა დროს და ფინანსებს. "აქამდე იმპორტიორებს, ბიზნესმენებს, სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ფერმერებს აღნიშნული სერთიფიკატების ასაღებად თბილისსა და ფოთში უხდებოდათ ჩასვლა, უკვე ნებართვების გაცემა ბათუმში შეეძლებათ", - აღნიშნა აჭარის პირველმა პირმა. პირველი სერთიფიკატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფერმერთა სახლის ხელმძღვანელს პირადად გადასცა.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No13 PDF Print E-mail
Sunday, 18 April 2010 09:16

 

მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა…

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე გადაიჭრა ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც რეგიონთან დაკავშირებით არსებობდა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები იყო დოკუმენტაციის ხელმოწერასთან და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. 
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე. გადაწყდა, რომ აჭარის მოსახლობასა და მეწარმეებს გარკვეული დოკუმენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. კონკრეტული საკითხები არსებობდა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილობრივმა მეწარმემ გაიტანოს მანდარინი, აიღოს ნებართვა მეურნეობის წარმოებაზე, ნებართვა თბილისიდან იყო საჭირო. შეხვედრები იქნება მუდმივი", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, აგრეთვე, “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი დაესწრნენ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან – კულტურის მინისტრი მათე ტაკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ემზარ ძირკვაძე, ფინანსთა მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე.
ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების საკითხი რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.

დაწვრილებით...

 

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 24 of 27