ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No12 PDF Print E-mail
Tuesday, 13 April 2010 14:13

ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა ...

ლევან ვარშალომიძემ გამართულ ბრიფინგზე აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგიონისთვის ცალკეული ადმინისტრაციული უფლებების გამიჯვნა რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს. "ეს გაამარტივებს მომსახურეობას და შექმნის საფუძველს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილზე", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

როგორც ბრიფინგზე აჭარის მათვრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონკრეტულად საქმე ეხება აჭარის საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნას, ასევე ფერმერებისთვის საჭირო სერთიფიკატების გაცემას და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებს, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას რეგიონის მინისტრთა კაბინეტი ვერ იღებს.

 

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 11 PDF Print E-mail
Wednesday, 07 April 2010 13:36

ბათუმში "თურქეთის ავიახაზების" ახალი ოფისი გაიხსნა...

"თურქეთის ავიახაზების" ახალი ოფისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ართვინის გუბერნატორმა და "თურქეთის ავიახაზების" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გახსნეს. "ახალი ოფისი ტურისტებს ქვეყნებს შორის მიმოსვლას გაუმარტივებს, თანამშრომლობა ამ სფეროში ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება", – აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ. "თურქეთის ავიახაზების" ოფისი მემედ აბაშიძის ქ. №34-ში განთავსდა.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 10 PDF Print E-mail
Wednesday, 31 March 2010 08:07

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ტრაბზონში შეხვედრები გამართა…

ლევან ვარშალომიძე ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ახლადდანიშნულ გუბერნატორებს და ტრაპიზონის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. გუბერნატორებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ტურიზმის განვითარებას შეეხო. ლევან ვარშალომიძე ტრაპიზონის  ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოდან სასწავლებლად წასულ სტუდენტებს გაესაუბრა. აჭარის პირველმა პირმა ახალგაზრდებს განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ლევან ვარშალომიძემ ტრაპიზონში აჭარის ტურისტული კუთხე გახსნა. სტენდი სავაჭრო ცენტრ “ფორუმში” განთავსდა. კუთხე ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში საგანგებოდ მოეწყო.

 

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 9 PDF Print E-mail
Saturday, 20 March 2010 11:53

 

სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი ჩატარდა ...

სასტუმრო "რედისონში" ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიება თბილისში ვიზიტად მყოფმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროშლავ ლაჟჩაკმა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნესზურაბ პოლოლიკაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სლოვაკური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ გააკეთა მოხსენება და სლოვაკეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ისაუბრასაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის თქმით, ეს არის პირველი ქართულ-სლოვაკური ბიზნესფორუმი და გამომდინარე იქიდან, რომ სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკურ და ქართულ ბიზნესკომპანიებს შორის ურთიერთობების გაღრმავება"სლოვაკური კომპანიის მხრიდან უკვე გამოიხატა კონკრეტული ინტერესები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ასევე მშენებლობის სფეროებში. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ბიზნესფორუმი საქართველოში სლოვაკური კომპანიების მხრიდან კონკრეტული პროექტების განხორციელების დაწყებას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს" - განაცხადა პოლოლიკაშვილმაბიზნესფორუმს სლოვაკური მხრიდან თოთხმეტი ბიზნესკომპანია ესწრებოდა სამშენებლო, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო, ასევე მანქანათმშენებლობის, სატრანსპორტო, ტურიზმის და ეკონომიკის სხვა სფეროებიდან. ფორუმის დასრულების შემდეგ ქართულ და სლოვაკურ ბიზნესკომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს 3 მლნ დოლარი შეადგინაბიზნესფორუმზე საქართველოს კონკრეტულ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ირაკლი მატკავამ.

დაწვრილებით...

 

 
დაიჯესტი No 8 PDF Print E-mail
Saturday, 13 March 2010 15:18

ლევან ვარშალომიძემ სასათბურე მეურნეობა "სენს სელექშენი" დაათვალიერა ...

 

კომპანია "სენს სელექშენი" ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე 8 სათბურში იშვიათ ნატურალური ჯიშის სალათის ფურცლებს აწარმოებს. სასათბურე მეურნეობა 4500 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. კომპანია ყოველდღიურად 50 კილოგრამ სალათის ფურცელს აწარმოებს.

"სენს სელექშენის" ძირითადი მომხმარებელი სასტუმროები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტებია. სამომავლოდ კომპანიის მიერ საცალო ბაზრის ათვისებაც იგეგმება.

სათბურის თანამშრომლებმა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან დაპირება მიიღეს კიდევ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე, ამასთანავე, კომპანიის რვავე თანამშრომელი კვალიფიკაციას ისრაელსა და ჰოლანდიაში აიმაღლებს.

 

დაწვრილებით...

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 25 of 27