ამინდი

ვალუტის კურსი

 

დაიჯესტი


დაიჯესტი No 7 PDF Print E-mail
Friday, 05 March 2010 19:17

2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 384,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა...

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 384,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4,5 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 106,6 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 72 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 278,3 მლნ. აშშ დოლარი (9,2 პროცენტით ნაკლები). პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი ფეროშენადნობებს უკავია. 2010 წლის იანვარში ექსპორტირებულ იქნა 17,1 მლნ. აშშ დოლარის ფეროშენადნობები (მთლიანი ექსპორტის 16,1%). ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე ოქროს (მთლიანი ექსპორტის 8,6%), სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს (6%), აზოტოვან სასუქებს (5,5%), შავი ლითონების ჯართს (4,1%), რკინიგზის ლოკომოტივებს (4%), თხილს და სხვა კაკალს (3,6%), ნედლ ნავთობს (3,4%) და სხვა. ამავე პერიოდში, საქართველოს იმპორტში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს (მთლიანი იმპორტის 11,6%), ნავთობის აირებსა და აირისებრ ნახშირწყალბადებს (6,8%), ხორბალს (3,1%), სამკურნალო საშუალებებს (3%), შაქარს (2,4%) და სხვა. 2010 წლის იანვარში, ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 95,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (მთლიანი ბრუნვის 24,9%), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9,4 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 23,8 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება (57,9 პროცენტით მეტი,მთლიანი ექსპორტის 22,3%), ხოლო იმპორტი – 72 მლნ. აშშ დოლარს (0,6 პროცენტით ნაკლები, მთლიანი იმპორტის 25,9%) აღნიშნულ პერიოდში, დსთ-ს ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 119,9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ბრუნვის 31,1%), რაც 2009 წლის იანვართან შედარებით 9,4 პროცენტით მეტია. მათ შორის, ექსპორტი 36,3 მლნ. აშშ დოლარია (81,6 პროცენტით მეტი, მთლიანი ექსპორტის 34,1%), ხოლო იმპორტი – 83,5 მლნ. აშშ დოლარი (6,7 პროცენტით ნაკლები, მთლიანი იმპორტის 30%).

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 6 PDF Print E-mail
Monday, 01 March 2010 13:40

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი აჭარაში...

საქართველოს პრეზიდენტმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სომხეთის პრეზიდენტს ბათუმში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა სერჟ სარგსიანს დაგეგმილ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ქალაქში გასეირნებისას ესაუბრა. ევროპის მოედანზე აჭარის ინფრასტრუქტურული პროექტების ფოტოკოლაჟი გამოიფინა. რეგიონში მიმდინარე მშენებლობები რამდენიმე ათეულ სასტუმრო კომპლექსს, გასართობ ცენტრებსა და საკონცერტო დარბაზს მოიცავს. მათ შორის არის მსოფლიო ბრენდების - "შერატონის", "ჰილტონისა" და "ჰაიატის" მშენებარე სასტუმროები. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმში ზაფხულის განმავლობაში ბევრი სომეხი ტურისტი ჩამოდის. სომეხ და ქართველ ხალხს შორის ყოველთვის იყო მეგობრული ურთიერთობა, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება. სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ ბათუმით მოხიბლული დარჩა და მას სამომავლოდაც აუცილებლად ესტუმრება.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 5 PDF Print E-mail
Tuesday, 23 February 2010 06:32

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კომპანია "Turkmall"-ის წარმომადგენელს შეხვდა...

 

შეხვედრაზე ლევან ვარშალომიძემ კომპანია "Turkmall" წარმომადგენლებს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული ინფრასტრუქტურის პოტენციალი გააცნო.

კომპანია სავაჭრო ცენტრების დეველოპმენტში მუშაობს და წამყვან საცალო გაყიდვების ქსელებთან თანამშრომლობს. მათი მომსახურების სფეროებია ფინანსური დაგეგმარება, ტერიტორიის შესყიდვა, პროექტის დეველოპმენტი, დიზაინი, მშენებლობის ზედამხედველობა და სავაჭრო ცენტრის მართვა. "Turkmall"–მა თანამედროვე მაღაზიების, გასართობი ადგილებისა და საკვები ობიქტების ისეთი მიქსი შექმნა, სადაც მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს.

შეხვედრა მხარეებს შორის ურთიერთობების განვითარება-გაღრმავებას ითვალისწინებდა. შეხვედრას ასევე ბათუმის მერი, რობერტ ჩხაიძეც ესწრებოდა.

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 4 PDF Print E-mail
Friday, 12 February 2010 14:05

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია...

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2009 წელს უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზეა.

აღნიშნულ პერიოდში, უკრაინასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 272,7 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ბრუნვის 9.1%) შეადგინა.

უკრაინაში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი 84 მლნ. აშშ დოლარს (მთლიანი ექსპორტის 7.4%) გაუტოლდა.

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია:

ეთილის სპირტი – 34.3%;  ღვინოები – 14.9%; ციტრუსები – 14.0%; მინერალური წყლები – 14.0%; ფეროშენადნობები – 9.0%; სხვა პროდუქცია – 13.08%.

2009 წელს, უკრაინიდან საქართველოში განხორციელებულმა იმპორტმა 418,3 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 9.6%) შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებია:

სიგარეტები – 11.6%; მზესუმზირის თესლი – 7.1%; ნახშირბადიანი ფოლადის წნელები – 6.2%; მზესუმზირის ზეთი – 5.4%;  შოკოლადი და კაკაოს შემცველი პროდუქცია – 4.0%; სხვა პროდუქცია – 65.7%.

 

დაწვრილებით...

 
დაიჯესტი No 3 PDF Print E-mail
Tuesday, 09 February 2010 05:57

გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნის და საქართველოს ეკონომიკური განვითარები, ტურიზმისა და კურორტების სამინისტროს დეპარტამენტის შეხვედრა შედგა 2010 წლის 22 იანვარს ესპანეთის დედაქალაქში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შემდეგი წარმომადგენლები:
გენერალური მდივანი - ტალე კიფჰაი;
გენერალური დირექტორი - ზოლთან სამოგუი;
რეგიონალური წარმომადგენელი - ედუარდო ფაიოს სოლა;
ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ზაალ აბაზაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ბექა ჯაყელი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

დაწვრილებით...

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 Next > End >>

Page 26 of 27