ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 20 February 2022 12:15

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 628

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 13 February 2022 17:58

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 627

 
თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების ბიზენს საბჭოს (DEIK) პრეზიდენტთან PDF Print E-mail
Sunday, 13 February 2022 11:50

2022 წლის 10 თებერვალს Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტს ბატონი ნაილ ოლფაქს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის მიერ შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზე, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე,საქართველოს საინვესტიციო გარემოზე უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე, და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე. DEIK-ıs პრეზიდენტმა ბატონ ოსმანს თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარამტებები უსურვა.

 
შეხვედრა დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) პრეზიდენთან PDF Print E-mail
Sunday, 13 February 2022 11:46

2022 წლის 11 თებერვალს DEIK-ის (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთერთბების საბჭო) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) პრეზიდენტს მაჰმუთ ასმალს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობსას მხარებმა ისაუბრეს პანმდემიისგან შექმილ ეკონომიკურ პრობლემებზე და გადაჭრის გზებზე, თურქეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე, ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაზე. მუსიადის პრეზიდენტმა ბატონ ოსმანს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა.

 
EMITT 2022 PDF Print E-mail
Sunday, 13 February 2022 11:35

2022 წლის 9 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქ.სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა EMITT 2022-ის გახსნის ცერემონიას დაესწრო. აღნისნულ გამოფენაზე აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობას იღებს კომპანია ჯეონეტ ექსპოც. პანდემიის პერიოდში მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიებს საშუაელება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ მათი გამოცდილება და გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს. აქვე გაცნობებთ რომ, 13-15 მაისს ბათუმში Geonet Expo-ს ორგანზიებით გაიამრთება ტურისტული გამოფენა Expo Batumi 2022, გელოდებით ყველას.

 
შეხვედრა თურქერთის ელჩთან PDF Print E-mail
Sunday, 13 February 2022 11:20

2022 წლის 4 თებერვალს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს საქმაინი ვიზიტით ეწვია. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯენგიზ მათარაჯი, მმართველთა საბჭოს წევრი ომერ აიდინი და თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო ატაშეს თბილისში აჰმეთ ჯუნიეთ დარჩინი. შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ პრობლემებზე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეტი უცხოური ინვესტიციის მოზდივაზე და სამოამვლოდ ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაზე. ასოციაციისა და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს მასპინძლობისთვის.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 06 February 2022 11:15

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 626

 
სამედიცინო ტურიზმი – დარგი, რომელსაც საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ნელა ვითარდება… PDF Print E-mail
Sunday, 30 January 2022 07:49

სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი. სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანდაცვის ახალი კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის ჯანმრთელობის პრობლემას, იგი ირჩევს მისთვის სასურველი ქვეყნის ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს მედიცინის უფრო სწრაფად განვითარებას და შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემების სახე. საინტერესოა, რა პოტენციალი აქვს დღეს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, არის თუ არა მასზე მოთხოვნა და რა იგეგმება ამ პოტენციალის გასავითარებლად და დასახვეწად. სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არარსებობა ან დაბალი ხარისხი. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ამჯობინებენ სამედიცინო მომსახურების ისეთ ქვეყნებში მიღებას, სადაც, მიუხედავად სიძვირისა, ეს უფრო მომგებიანია, რადგან ხარისხი შედარებით მაღალია. ბუნებრივია, სამედიცინო ტურიზმის მასპინძელი შეიძლება მაღალგანვითარებული ქვეყანა გახდეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ სახის ტურიზმი პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობაა მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რადგან ეს შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში. ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით – მეზობელ თურქეთს. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება და რა გვიშლის ხელს, რომ არ ვესტუმროთ სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკას? ამ საკითხზე თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო საგამოფენო კომპანია `გეონეტ ექსპოს~ (მათ შორის `საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის~) დამფუძნებელი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე გვესაუბრება. – ბატონო ოსმან, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველო და თურქეთი სამედიცინო ტურიზმის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენი მოქალაქეები ხშირად მიდიან თურქეთში სამკურნალოდ. თქვენი აზრით, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს, რომ მისმა მოქალაქეებმა აქ მიიღონ ეფექტიანი მომსახურება და სხვა ქვეყანაში აღარ წავიდნენ სამკურნალოდ?– სამედიცინო ტურიზმის კუთხით საქართველოს ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნია. ჯერჯერობით ეს სფერო განვითარების ეტაპზეა და ძალებს ახლა იკრებს. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად კარგია მეზობელი ქვეყნებისგან მაგალითის აღება. თურქეთი ამჟამად სამედიცინო კუთხით ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. ქართველები რატომ ირჩევენ თურქეთს? იქ ნამდვილად სთავაზობენ ხარისხიან მომსახურებას. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას ხელი მოეწერა წამლების შემოტანას თურქეთიდან საქართველოში, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. თურქეთი აწარმოებს ხარისხიან წამალს. შესაძლებელია წამლების გაიაფება, მაგრამ სარგებლის მაძიებლებმა ეგრევე მოგებაზე არ უნდა იფიქრონ, რადგან ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ხომ ადამიანების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა აქტიურად მუშაობდა და შედეგიც მიღწეულია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასევე ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს და ორივე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს – აქტიური მუშაობისთვის. დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა, სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. – თურქეთს აქვს დიდი გამოცდილება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში. როგორ მიაღწია ამას? რა გზა გაიარა სამედიცინო სექტორმა ამ საფეხურამდე და რა ეტაპზეა ახლა? – ადამიანებს სურთ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება ხელმისაწვდომ ფასად, რაც სამედიცინო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თურქეთს ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სტუმრობს მკურნალობისთის, რადგან ნამდვილად აქვთ კარგი სამედიცინო აპარატურა და ხარისხიანი მომსახურება. თურქეთის კლინიკებს ასევე ჰყავს გამოცდილი და წარმატებული ექიმები, რაც იქ ჩასული ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სამედიცინო ტურიზმი ხომ ჯანმრთელობასთან და ნდობასთან ასოცირდება, ამიტომაც მეტი პასუხისმგებლობა არის საჭირო. თურქეთში სწორედ ხარისხიანმა მომსახურებამ, სამედიცინო აღჭურვილობამ განაპირობა პაციენტების ნდობა. თურქეთის კლინიკებში ჩასულ ადამიანებს ასევე ხვდებათ მაღალი სტანდარტის თარჯიმნების მომსახურება და არ ექმნებათ კომუნიკაციის პრობლემა, რაც ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთის სამედიცინო ტურიზმის წარმატება განაპირობა იმანაც, რომ ჰყავს ძლიერი ექიმები, რომელთა ხარისხიანი განათლებისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. – როგორ უყურებთ საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას? თუ ხედავთ ამის რესურსს და თუ არის მოსალოდნელი ახლო პერიოდში ამ მიმართულებით უცხოელი, მათ შორის თურქეთიდან, ინვესტორები დაინტერესდნენ? – საქართველო მდიდარი ქვეყანაა და დიდი პოტენციალი აქვს, თავისი ბუნებით, მინერალური წყლების სიმდიდრით და კურორტების მრავალფეროვნებით, მაგრამ განვითარებისთვის მთავრობის მხარდაჭერასთან ერთად გვჭირდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება და ვიმედოვნებ, ამ კუთხით რამდენიმე წელში ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რომ რეგიონში წარმატებული გახდეს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, ამისათვის აუცილებელია მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ მეტი ინვესტიციის მოზიდვისთვის.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 30 January 2022 06:07

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 625

 
ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანია აჭარა ტექსტილი, საქართველოს 2021 წლის TOP-20 ექსპორტიორ კომპანიათა შორისაა PDF Print E-mail
Friday, 28 January 2022 09:39

2021 წელს საქართველოს ექსპორტი 900 მილიონი დოლარით (27%), 4.2 მილიარდამდე გაიზარდა. ექსპორტში კვლავ პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც 615.6 მილიონის საქონელი გავიდა. ჩინეთში ექსპორტის მატებამ 29% შეადგინა. უფრო მაღალი ტემპით - 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია, შედეგად, რუსეთმა აზერბაიჯანი ჩამოიტოვა და საქართველოს მეორე უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი გახდა. ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო, რომლის რეალიზაციით ქვეყანამ $815 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთელი ექსპორტის 19%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს, რომლის ექსპორტიც $477 მილიონი იყო, მესამეზე კი $456 მილიონით ავტომობილების რეექსპორტია. BM.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა იმ 20 კომპანიის სია, რომელთაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი გაიტანეს. ცნობისთვის, ექსპორტიორი კომპანიების რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული: 1. შპს ასკანელი ძმები; 2. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; 3. შპს კავკასიის ავტოიმპორტი; 4. "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; 5. შპს ჯი-ემ-პი; 6. შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია; 7. სს ლომისი; 8. სს RMG Copper; 9. შპს RMG Gold; 10. შპს ჯორჯიან მანგანეზი; 11. შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია; 12. შპს აჭარა ტექსტილე; 13. შპს ლეგომეტალ; 14. სს რუსთავის აზოტი; 15. შპს ჯეი თი აი კავკასუს; 16. შპს გებრიუდერ ვაის; 17. შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი; 18. შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია; 19. შპს Caucasian Metals Terminal; 20. შპს მეტალ ქონსთრაქშენ ჯორჯია.

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 22 of 122