ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 23 January 2022 12:52

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 624

 
წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე DEIK-ის თურქეთ საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა PDF Print E-mail
Sunday, 16 January 2022 12:53

2022 წლის 15 იანვარს, ქალაქ სტამბოლში გაიმართა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბიზნეს საბჭოების (DEIK) არჩევნები, სადაც თურქეთ-საქართველოს საგარეო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ ოსამან ჩალიშქან მჟავანაძე აირჩიეს. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ‘’საქართველო და თურქეთი ორი მეგობარი ქვეყანაა, რომელთაც ერთმანეთთან მჭირდო კავშირი აქვთ. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თანდათან ვითარდება. დღესდღებით საქართველოში უცხოელი, მათ შორის თურქი ინვესტორების რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ უფრო გაღრმავდება ეკონომიკური საქმიანობა ორ ქვეყანას შორის და ერთობლივად შესაძლებელი გახდება მეტი ინვესტიციისა და იმპორტ-ექსპორტის განხორციელება. Deik-ი დიდ როლს ასრულებს ორი ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებაში. ვიმედოვნებთ ორი ქვეყნის მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და წევრ კომპანიებთან ერთად, სამომავლოდ შევძლებთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ჩვენი წვლილის შეტანას თურქეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობაში’’-ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 January 2022 12:35

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 623

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 09 January 2022 06:18

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 622

 
გილოცავთ შობა-ახალ წელს PDF Print E-mail
Thursday, 06 January 2022 09:30

 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ირანის გენერალური კონსულის დროებით მოვალეობის შემსრულებელთან PDF Print E-mail
Thursday, 06 January 2022 09:26

2021 წლის 27 დეკემბერს, ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გაიმართა ირანის გენერალური კონსულის დროებით მოვალეობის შემსრულებელთან, ბატონ ესმაილ თექიე სადათთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადახვა პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე. შეხვედრის მსვლელობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ გააცნო ინფორმაცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქამიანობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
შეხვედრა საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან PDF Print E-mail
Thursday, 06 January 2022 09:21

2021 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში დაარსებულ უცხოურ და ადგილობრივ კომპანიებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, ასოციაციების თავმჯდომარეები, დიპლომატიური წარმომადგენლები და ბიზნესმენები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე და წევრი კომპანიები. ღონსიძიების ბოლოს, დაჯილდოვდნენ მსხვილი იმპორტიორი კომპანიები. აგრთვე, მადლობის სიგელი გადაეცა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მსურველებთათვის ხელშეწყობისთვის.

 
საინფორმაციო შეხვედრა აწარმოე საქართველოსთან PDF Print E-mail
Thursday, 06 January 2022 09:17

2021 წლის 16 დეკემბერს ქ.სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ოფიციალურ წარმომადგენლებთან. აწარმოე საქართველოში სააგენტოს წარმოამდგენლებმა გამართეს პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის სხვადასხვა მიმართულებები. შეხვედრას, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი, საბჭოს წევრები, დიპლომატიური წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.

 
აზერბაიჯანი-საქართველოს-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს ფორუმი PDF Print E-mail
Thursday, 06 January 2022 09:10

2021 წლის 14 დეკემბერს თურქეთის ვაჭრობის სამინისტორსა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით, აზერბაიჯანში ქ.ბაქოში გაიმართა აზერბაიჯანი-საქართველოს-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს ფორუმი. ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი  მეჰემთ მუში, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი და საერთაშორისო დიპლომატიური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნისნულ ფორმუს აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბიზნეს ფორუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამ ქვეყანას შორის ახალი თანამშრომლობის, კონტაქტებისა და ბიზნეს შესაძლებლობების შექმნა.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 02 January 2022 14:37

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 621

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 23 of 122