ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
ინვესტორთა ასოციაციაში ახალი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, ტრაპიზონი- თბილისი/ თბილისი-ტრაპიზონის მიმამთულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Saturday, 05 June 2021 06:37

4 ივნისს, ინვესტორთა ასოციაციაში ახალი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით,    ტრაპიზონი- თბილისი/ თბილისი-ტრაპიზონის მიმამთულებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, აკ-ეარ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი ლევან მაწიაშვილი და ბათუმში მოქმედი სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
1 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო ინვსტორთა ასოციაციას, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა სამუშაო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 11:46

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობაში და ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაზე. საქართველოს საერთშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდოამრემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა ქალმაბატონ ირმას ასოციაციაში სტუმრობისთივს.

 
გილოცავთ ბავშთა საერთაშორისო დღეს! PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 11:41

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა-ს” ესტუმრა და ბავშვებს ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ბატონმა ოსმანმა, სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა-ს” აღსაზრდელებს ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. აგრეთვე, ბავშვებს ბავშთა დაცვის დღე მიულოცეს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოადგილემ ნურსენ ოზლუმ.

 
1 ივნისს, საქართველოს საერთასორისო ინვესტორთა ასოციაციის თამვჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჯავანაძემ, აკ-ეარ ჯორჯიასთან, ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 11:34

1 ივნისს, საქართველოს საერთასორისო ინვესტორთა ასოციაციის თამვჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჯავანაძემ, აკ-ეარ ჯორჯიასთან, ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვესდრის მსვლელობისს მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის მიერ შექმნილ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე, ტურისტული სეზონის მოახლოებიდან გამომდინარე თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრპიზონი-ბათუმი-თბილისი მიმართულებით ახალი ავიარეისის დანიშვნის აუცილებლობაზე და საერთაშორისო ფრენების გაზრდაზე.

 
„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 11:25

28 მაისს, საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ფორუმი, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, სემინარის ფორმატში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიმდინარეობისას, ასევე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, ‘’ეკონომიკა და ბიზნესი, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის’’ და „განათლება და კულტურა“ სადაც განხილული იქნა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები და ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლი კულტურულ დიპლომატიაში. ფორუმს, წარმოშობით ქართველი (ჩვენებური) საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა, ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა, საქართველოს მთავრობას, ფორუმის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის.

 
‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:36

24 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაიციამ წევრ კომპანიებთან ერთად,   მონაწილეობა მიიღო, შპს ‘’ ჰემა 2012‘’ სისხლის ბანკის  ‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ საქველმოქმედო აქციაში. საქველმოქმედო აქციაში, აჭარა ტექსტილის, BTM ტექსტილის, ბათუმი ტექსტილის, ჯორჯიან ტექსტილის, ფასთ თრექ ტექსტილის,  ტავ ჯორჯიას, სასტურმო wyndham-ის, THY თურქეთის ავიახაზების,  ნუროლ ჯორჯიას, ოზურგეთი დენიმის და ბათუმი პეტროლიუმის ოცდახუთამდე წარმოამდგენელმა ჩაერთო. კორონა ვირუსული პანდემიის დროს, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, შემცირდა სისხლის დონორთა რაოდეობა, ჩვენ წევრ კომპანიებთან ერთად, სისხლის გაცემით გვსურს მცირე წვლილი შევიტანოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.  ჩვენი ერთობლივი ძალებით, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე  აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ. შპს „ჰემა-2012“-ის    სისხლის ბანკი სისხლის კომპონენტებით ამარაგებს აჭარის, გურიის, ფოთის და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს.

 
ტერნოპოლ (უკრაინა) - აჭარის (საქართველო) ბიზნეს პალატის ფორუმი PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:25

19 მაისს, ონლაინ ფორმატში გაიმართა, ტერნოპოლ (უკრაინა) - აჭარის (საქართველო) ბიზნეს პალატის ფორუმი, აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავნაძე, ასოციაციის თავმჯდომარემ სტუმრებს გაუზიარა ინფორმაცია ასიციაციის საქმიანობის შესახებ. ფორუმის ძირითადი მიზანი გახლდათ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი ბიზნეს ინვესტიციების მხარდჭერა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, ახალი პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბების მნიშვნელობისა და ერთობლივად სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელების შესახებ.

 
თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ქ. თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:21

6 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ქ. თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები,ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელები და წევრები. აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინვესტორთა ასოციაციის წევრები და თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა, მადლობა გადაუხადა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს, ნაყოფიერი შეხვედრისთვის.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდოამრე ოსმან ჩალისქან მჟავანაძე, საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორს, ბატონ ოზან გურს საპასუხო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:18

6 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდოამრე ოსმან ჩალისქან მჟავანაძე, საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორს, ბატონ ოზან გურს საპასუხო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსველობისას მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ კრიზისზე რაც პანდემიის ფონზე შეიქმნა მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე და სამომავლოდ ერთბლივად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ბატონმა ოზან გურმა მადლობა გადაუხადა ასოციაციის თავმჯდოამრეს სტუმრობისთვის.

 
ერთად დამიანესთვის! PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:11

25 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დაესწრო, აჭარის ტელევიზიის დილის ტალღის გადაცემას, რომელიც დამიანესთვის გაიმართა და ასოციაციის სახელით შეიძინა სურათები, რითაც მცირე წვლილი შეიტანა დამიანეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდგეთ და დავეხმაროთ პატარა დამიანეს.

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 29 of 122