ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
საქთა ასოციაციიის თავმჯდოამრის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიაში, თემაზე: დიაგონალრუი კუმუართველოს საერთაშორისო ინვესტორლაცია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:04

1. რას ნიშანვს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

ეს არის შეთანხმება, რომელიც ფუნქციონირებს ორზე მეტ ქვეყანას შორის თუ ამ ქვეყნებს გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოების მსგავსი წესებით.

აღნისნული შეთანხმება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის გაძლიერებას.

2. რას ითვალისწინებს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

დიაგონალური კუმულაციის პრინციპის ამოქმედება ითვალისწინებს თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად თურქულ ნედლეულზე საქართველოში დამზადებული პროდუქცია ჩაითვლება ქართულ პროდუქციად და შესაბამისად მოხდება მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე სადაც  ‘’Made in Georgia’’ ეტიკეტით იქნება წარმოდგენილი.  აქვე მინდა დავამატო ისიც რომ ნედლეულის შემოტანით მოხდება წარმოებული პროდუქციის ნაირსახეობების გაზრდა და კომპანიებს შეეძლებათ წარმოება გადმოიტანონ საქართველოში და აღარ მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წარმოების განხორციელება.

-ეროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეს პროდუქცია ამისათვის მნიშვენლოვანია იყოს წარმოებული საქართველოში ეს შეთანხმება კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.

3. წარმოების რა სახეობებზე გავრცელდება დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?

ყველზე მეტად  ეს შეეხება ტექსტილის, ავეჯისა და სამშენებლო სფეროებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანას.

4. რა ნედლეულის შემოტანა იქნება შესაძლებელი თურქეთიდან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში?

ამ შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ყველა სახის ნედლეულის შემოტანა საქართველოში.

5. ვის შეეძლება ამ ნედლეულის შემოტანა? მხოლოდ თურქ ბიზნესმენებს და თურქეთის მოქალაქეებს თუ ქართველ ბიზნესმენებსა და საქართველოს მოქალაქეებსაც?

ნედლეულის შემოტანა შეეძლებათ როგორც თურეთის ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც, რაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინვესტორების დაახლოებას და სამომავლოდ ერთობლივად კომპანიების დაარსებას.

 
31 მარტს, ზირაათ ბანკის საქართველოს გენერალური დირექტორი ომერ აიდინი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას გაცნობითი ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 09:00

შეხვედრისას მხარეების მხრიდან განხილულ იქნა, პანდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა და რეგულაციების შემსუბუქების როლი ეკონომიკური საქმინობის აქტიურ რეჟიმში გაგრძელებისთვის. თურქეთის ზირაათ ბანს ამჟამად საქართველოში აქვს შვიდი ფილიალი და სამომავლოდ გეგმავს ახალი ფილიალების გახსნას.

 
29 მარტს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას კომპანია გურია ექსპრესის წარმომადგენლები ეწვივნენ PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 08:55

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის მიერ შექმნილ რთულ ვითარებაზე, საინვესტიციო გარემოზე და ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე. აქვე მოგახსენებთ რომ, კომპანია გურია ექსპრესის საქმიანობის სფეროა ფქვილით ვაჭრობა, ფქვილის წარმოება, კომაპანის განხორციელებული აქვს ექვსი მილიონი დოლარის თურქული ინვესტიცია საქართველოში და სამომავლოდ გეგმავს დამატებით ინვესტიციების განხორციელებას. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდოამრემ ოსმან ჩალიშქან მჟვანაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასოციაციაში სუმრობისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.

 
2 აპრილს, დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSIAD) თავმჯდომარე ჰამზა ქოსე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას საპატიო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 08:50

შეხედრსას მხარეებმა განიხილეს პანდემიის მიერ შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ახალი ინვესტიციების მოზიდვისვის მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა კვალიფიკაციური კადრები და საგადასახადო პოლიტიკა, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების მნიშვნელობა, მხარეებმა ასევე შეთანხმდენ სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარებაზე.

 
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 08:45

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ ვითარებაზე, ორი ქვეყნის მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მნიშვენელობაზე, სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე და ერთობლივად სხვადასხვა სფეროს მიმართულებით აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, სტუმრებს გაუზიარა ინფორამცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
26 მარტს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი რომანაძე საპასუხო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 08:38

შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს პანდემიის პერიოდში წარმოიქმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების და რეგიონში ახალი ინვესიტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე, აგრეთვე, სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივებზე. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა უკვე დაგეგმილი გამოფენებისა და მსგავსი ღონიძიებების ერთობლივად ჩატარების მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი, ედნარ ბოლქვაძე. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.

 
26 მარტს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, სოკარ გაზის რეგიონალური მენეჯერი აჭარაში საფარ ალიზადა ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 02 June 2021 08:29

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას, სოკარ გაზის რეგიონალური მენეჯერი აჭარაში საფარ ალიზადა ეწვია. შეხვედრისას მხარეებმა იმსჯელეს პანდემიის მიერ შექმნილ ვითარებაზე, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფებზე, სამომავლოდ ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გაზის ტარიფზე.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 30 May 2021 07:15

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 590

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 23 May 2021 12:58

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 589

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 May 2021 11:36

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 588

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 30 of 122