ამინდი

ვალუტის კურსი

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრებთან... PDF Print E-mail
Friday, 26 February 2010 14:10

შეხვედრაზე მმართველთა საბჭოს მიერ დასმული იქნა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ხელს შეუწყობდა ბიზნესმენების მუშაობას და გააუმჯობესებდა საინვესტიციო გარემოს. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც ინვესტორთა პრობლემებს შეისწავლის და მათ დროულად გადაჭრაზე იმუშავებს. ბ-ნმა ლევან ვარშალომიძემ, ასოციაციასთან მსგავსი შეხვედრების მოწყობას აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. შეეხო აჭარის მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკას. რომლის მთავარი პრინციპებიცაა ღიაობა და გამჭვირვალობა. ასვე ისაუბრა ახალ ინიციატივებსა და საინვესტიციო პროექტებზე. შეხვედრას მმართველთა საბჭოს წევრების გარდა ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გორაძე, საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ზაზა გუმბურიძე და მასმედიის წარმომადგენლები.

 
IFC-ის ვიზიტი აჭარაში... PDF Print E-mail
Thursday, 25 February 2010 13:46

23-34 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის (IFC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები ბატონები ფილიპ კონდონი და ბაკურ მაისურაძე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი რამოდენიმე სამრეწველო საწარმო და გამართეს საქმიანი შეხვედრები ინვესტორებთან. IFC-ის წარმომადგენლები მიიღო საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. შეხვედრა ატარებდა  გაცნობით ხასიათს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ურთიერთობების გაღრმავებას.

 
მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... PDF Print E-mail
Wednesday, 24 February 2010 11:05

მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა.

სხდომაზე განხილული იქნა ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც სურთ ასოციაციის წევრ ინვესტორებს. საერთო და კერძო ხასიათების პრობლემებისგან შედგა ნუსხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ. ვარშალომიძესთან წარსადგენად.

 
შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან… PDF Print E-mail
Tuesday, 16 February 2010 06:58

2010 წლის 14 თებერვალს საერთაშორისო  ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან, რომლებიც წარმოადგენენ ფირმა “Shyang Tseng Enterprise, Co” LTD.

შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, მართველთა საბჭოს წევრი ომერ ილქნური, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ზაზა გუმბურიძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინვესტორებისათვის მოეწყო საინფორმაციო პრეზენტაციები აჭარის შესახებ, საინვესტიციო გარემოსა და ასოციაციის თაობაზე.

ჩინელი ინვესტორების ორ დღიანი ვიზიტის დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა ფეხსაცმელების ქარხნის აშენება აჭარაში.

 
2010 წლის 12 თებერვალს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა… PDF Print E-mail
Monday, 15 February 2010 12:58

2010 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართა მართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები;

 

1.ინფორმაცია 2009 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

2. 2010 წლის სამუშაო გეგმები და მიმართულებები;

3. მართველთა საბჭოს წევრებზე საპასუხისმგებლო დარგების დელეგირება;

4. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ.ვარშალომიძესთან შეხვედრის ორგანიზება თებერვლის თვის ბოლოს;

5.ახალი წევრების მიღება - შპს „ბაუერ-საქართველო“;

6. აუდიტორულ ფირმასთან მოლაპარაკებათა შედეგები;

7. ჩინელი ინვესტორების ბათუმში ვიზიტის პროგრამა;

8. IFC-სთან ერთად მარტის ბოლოს სემინარის ჩატარების ორგანიზება;

9. 2009 წლის ბიუჯეტის და ბალანსის შესახებ ინფორმაცია;

10. სხვადასხვა საკითხები.

 

სხდომას ესწრებოდა მართველთა  საბჭოს სრული შემადგენლობა, ასევე შემცვლელი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე.

 

 
სააკაშვილმა აჭარაში ახალი სათბური და რესტორანი გახსნა PDF Print E-mail
Friday, 12 February 2010 07:05

ხელვაჩაურში სალიბაურის სასათბურე მეურნეობაში ახალი სათბური გაიხსნა. ახალი შენობა 3 ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული. აქ პომიდვრის ნერგები სპეციალურ ნიადაგში გამოჰყავთ. თითოეული ნერგი 12 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ერთ ნერგს 30 კილოგრამი ნაყოფის მოცემა შეუძლია. პომიდვრის პირველ მოსავალს მარტის ბოლოს ელოდებიან.

სასათბურე მეურნეობაში თურქული ინვესტიციები ჩაიდო. დასაქმებულია ასამდე ადგილობრივი. ახალი სათბური პრეზიდენტმა გახნსა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტამბოლის ყველაზე დიდი რესტორნის ფილიალი გახსნა. დღეიდან მოქალაქეებს 25 სახეობის ქაბაბის დაგემოვნება შეუძლიათ. მათ შორის საფირმო კერძის 2 მეტრიანი ქაბაბისა, რომლითაც პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს გაუმასპინძლდა.

ახალი რესტორანი ბათუმში ხიმშიაშვილის ახალ პროსპექტზე გაიხსნა. პროსპექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროსპექტი ფრანგული შადრევნის სანაპიროს ქალაქის სიღრმესთან დააკავშირებს. პრეზიდენტმა ინვესტორებს ინიციატივით მიმართა. მას, ვინც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელ ბინებს ბათუმში შეღავათიან ფასად შეთავაზებს, მიწის ნაკვეთები უფასოდ გადაეცემა.

 

 
კანონი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ PDF Print E-mail
Wednesday, 10 February 2010 09:16

აჭარის ავტონომიური რესპლიკაში შეიქმნა დროებითი მარეგულირებელი კომისია, რომელიც იმოქმედებს ახალი მიღებული კანონის თანახმად "ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ"



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონი
ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის
რეგულირების ღონისძიებათა შესახებ


ეს კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის კონსტიტუციის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი სა-კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრულ-ფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებ-ლობის რეგულირების ღონისძიებებს.
ამ კანონის ძირითადი მიზნებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირებისათვის გატარებული ღონისძიებების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა; ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება;
ბ) დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, რეგიონის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა და მოსახლეობის დამაგრების ტერიტორიული წინაპირობის შექმნა;

გთხოვთ იხილოდ კანონი დეტალურად;

 
ახალი წლიდან საბაჟო გადასახადები იზრდება PDF Print E-mail
Thursday, 07 January 2010 17:30

 

2010 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება.

პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე დაამტკიცა. მთავრობა ირწმუნება, რომ საბაჟო გადასახადების კორექტირებით ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდება. თუმცა 12-პროცენტიან დაბეგვრის რეჟიმში მოხვდა ისეთი პროდუქციაც, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, მაგალითად, ჰიგიენური, სამშენებლო და სარემონტო საშუალებები. დაბეგვრის ეს რეჟიმი მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს შეეხება, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. საქართველოში შემოსული იმპორტის უდიდესი წილი თურქეთზე, უკრაინასა და აზერბაიჯანზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. ევროკავშირთან კი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა აქვს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის სარეალიზაციო ფასის მატებას გამოიწვევს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას სხვა მიზეზიც აქვს: მსგავს და ერთგვაროვან პროდუქტზე ერთი და იგივე განაკვეთის შემოტანით მთავრობა საბაჟო პროცედურებს ამარტივებს.

Read more...
 
2009 წლის 9 დეკემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მეორე სხდომა PDF Print E-mail
Monday, 14 December 2009 12:45

 

2009 წლის 9 დეკემბერს 18:30,გაიმართა მართველთა საბჭოს მეორე სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი რიგი საკითხებისა;

1. ახალი წევრების გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, და გაწევრიანების კანდიდატებისა და მათზე არსებული ინფორმაციის განხილვა (Development Solutions LTD, Batumi-Tex Ltd, Adjar-Energi LTD).
2. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნების შედეგები.
3. სამუშაო გეგმები და მიმართულება.
4. აუდიტორულ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება.
5. წევრების პრობლემური საკითხების განხილვა და მათი გადაჭრის გზის პოვნა.
6. სადაზღვეო კომპანია GPI HOLDING-ზე არსებული ინფორმაციის და შემოთავაზების მიწოდება.
7. ინფორმაცია ვებ-გვერდზე.
8. თავმჯდომარის ხელმოწერის მინდობილობა ტავმჯდომარეს მოადგილეზე ბ-ნ ჯეზმი აქშაჰინზე.

 

 
ბიზნეს ფორუმი PDF Print E-mail
Sunday, 13 December 2009 20:00

ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოსა და ლატვიის მთავრობა, ლატვიელი ინვესტორები და ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასიციაციის წევრები. შეხვედრაზე, რომელიც სასტუმრო ინსტურისტში გაიმართა, განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ბიზნეს კომუნიკაციები ტურიზმის სფეროში, მრეწველობა და ინვესტიციების მოზიდვები. ლატვიის მხარე წარმოადგინა ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა და 65 ბიზნესმენმა.

ლევან ვარშალომიძე სიტყვით გამოვიდა ფორუმზე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და მიმდინარე პროექტები.

ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ქვეყანამ გასული რამოდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია. დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზეზი იყო გაცნობოდა აჭარის რეგიონის პოტენციალს და დაეფუძნებინა ორმხრივი კოოპერაცია. ლატვიელმა ბიზნესმენებმა ასევე წარადგინეს მათი პროდუქცია.

საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმი, რომელიც გამართა 14 დეკემბერს ბათუმში, პროდუქტიული იყო. ფორუმზე განიხილებოდა საქართველოსა და ლატვიის მიერ წარმოებული პროდუქციის გამოშვება, რომელიც უახლოეს მომავალში ორივე ქვეყნის ბაზარზე გაიყიდება.

გარდა ამისა, ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აჭარის ტურისტულმა პოტენციალმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და მოლოდინი არის იმასთან დაკავშირებით, რომ მალე ლატვიელი ტურისტები სწორედ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე დაისვენებენ.

 
<< Start < Prev 121 122 123 124 125 Next > End >>

Page 124 of 125