ამინდი

ვალუტის კურსი

 

შეხვედრა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:46

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს ლანჩზე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს გიორგი პერტაიას ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გიორგი პერტაიას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხედრა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:41

2022 წლის 6 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე. Deik-ის თურქეთ- საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვდრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს ირაკლი ნადარეიშვილსა და გენადი არველაძესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:38

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს ირაკლი ნადარეიშვილსა და გენადი არველაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და თანამშრომლობა, საქართველოს საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა  და ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ გენადისა და ირაკლის მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა აწარმოე საქართველოში სააგნტოს დირექტორის მოადგილესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:33

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია ‘’აწარმოე საქართველოში’’  სააგენტოს დირექტორის  მოადგილეს, თორნიკე ზირაქიშვილს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უპირატესობები, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და ხელშეწყობა. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ  თორნიკეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძესთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:29

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს ნოშრევან ლომთათიძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ბატონ ნოშრევანს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
სამუშაო შეხვედრა MUSIAD თბილისის წარმომადგენლებთან PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:22

2022 წლის 7 ივნისს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაცია MUSIAD თბილისის ფილიალს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის გზები და სამომავლო გეგმები. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის  თავმჯდომარემ MUSIAD თბილისის  თავმჯდომარეს მ.ოზგურ იუჯელს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

 
გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:17

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს და  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის, ჩაის, კენკროვანი და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე და ყურადღება „იმერეთის აგროზონაზე” - სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა. როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
პარლამენტში თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2022 15:08

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან ერთად, თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალ თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთასორისო ინვესტორთა ასოციაციის  თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესთან და საბჭოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სამომავლოდ მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობა, რაც, მხარეების თქმით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ თურქული კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 05 June 2022 05:55

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 643

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 29 May 2022 15:53

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 642

 
<< Start < Prev 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 Next > End >>

Page 23 of 126