ამინდი

ვალუტის კურსი

 

ვიზიტი ინვესტორთა ასოციაციის წევრ სამკერვალო ფაბრიკა აჭარა ტექსტილში PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 09:10

2023 წლის 22 სექტემბერს, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან -მჟავანაძე  თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან  რიზა ქაან ილმაზთან ერთად ინვესტორთა ასოციაციის წევრ სამკერვალო ფაბრიკას  აჭარა ტექსტილს ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუმრეს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთბების გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების გაზრდის მნიშვნელობაზე. სტუმრებმა  აჭარა ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერს და მუშაობის პროცესს გაეცნენ. ბატონმა ოსმანმა,  აჭარა ტექსტილის მფლობელს,  ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ ბილგინგულლუოღლუს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 
2023 წლის 22 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEiK) ევრაზიის ბიზნეს საბჭოების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვდრა გაიმრთა PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:59

2023 წლის 22 სექტემბერს, ონლაინ ფორმატში თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEიK) ევრაზიის ბიზნეს საბჭოების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვდრა გაიმრთა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.

 
სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა Batumi Build 2023 PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:56

2023 წლის 8-9-10 სექტემბერს საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით, ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების მე-12 საერთაშორისო გამოფენა „Batumi Build 2023” გაიმართა.  Batumi Build 2023-ის მიზანი, სამშენებლო სფეროში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანებაა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს კონტაქტების მოძიებასა და შემდგმოში საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას. გამოფენაზე შესაძლებელი იყო კომპანიებს შორის B2B შეხვედრების ორგანიზება. გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 80-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.

 
საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ “ გაიხსნა PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:52

2023 წლის 1 სექტემბერს   საქართველო-თურქეთის საზღვარზე, „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის მოსაზღვრე მხარეს განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტი „თურქგოზუ“ გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუნქტის ოფიციალური გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, საქართველოსა და თურქეთის მთავრობისა  და  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს  განახლებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

 
შეხვედრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:48

2023 წლის 24 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან -მჟავანაძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა შავაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტულაურ საკითხებზე და საქართველო-თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ თანამშრომლობაზე. ასევე, ხაზი გაესვა აგრო ფორუმისა და ექსპო ბათუმის მიერ 6-8 ოქტომბერს დაგეგმილ Agro Batumi 2023 გამოფენის ჩატარების მნიშვნელობას.

 
2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ონდოქუზ მაისის უნივერსიტეტის მთავარ ექიმს დავუთ გუვენს საპატიო ვიზიტით ეწვია PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:43

2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ონდოქუზ მაისის უნივერსიტეტისმთავარ  ექიმს დავუთგუვენს საპატიო ვიზიტით ეწვია.შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.

 
2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ქ. სამსუნში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:33

2023 წლის 3 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე ქ. სამსუნში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე, პირდაპირი ავიარეისის თბილისი-სამსუნი სამსუნი-თბილისის მიმართულებით დანიშვნის მნიშვნელობაზე და სამედიცინო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვენლოვანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებისთვის და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა სახის აქტივობების დაგეგმვისთვის. შეხვედრის დასასრულს ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის.

 
ელჩების მე-14 კონფერენცია PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:29

2023 წლის 5-9 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს ორგანიზებით ქ.ანკარაში, საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ‘’ელჩების მე-14 კონფერენცია’’ იმართება. ელჩების მე-14 კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული საკითხების ანალიზი. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს, თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე აქტუალური საკითხები, საერთაშორისო პარტნიორების გაზრდის მნიშვნელობა და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ კონფერენციას, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

 
2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდ PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:25

2023 წლის 24-25 ივლისს, ბათუმში საქპატენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, მე-7 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ტრანსნაციონალური უკანონო ვაჭრობის ახალ ტენდენციები და ციფრული მეკობრეობის თავიდან აცილების თანამედროვე მეთოდები. კონფერენციაზე ასევე ჩატარდა პანელური დისკუსიები. ‘’საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის განხორციელება კონტრაფაქციის თავიდან ასაცილებლად მიმართული ბრძოლის სფეროში’’ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე და საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. ბატონმა ოსმანმა კონფერენციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და წარმატებები უსურვა.

 
2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა PDF Print E-mail
Wednesday, 27 September 2023 08:15

2023 წლის 27 ივლისს თურქეთის მხარეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან სეზაი უჩარმაქთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული რიგებისა და სხვა აქტუალური პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ყურადღება გაამახვილა საბაჟოზე არსებულ რიგებსა და დაზღვევის პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემზე. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სარფის საბჟო გამშვები პუნქტის ადმინსიტრაციის უფროსი, საერთაშორისო გადამზიდავთა UND) და აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) წევრები.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 5 of 121